ფეხბურთი

23:10 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ინგლისურ კლუბებთან თამაში ჩვენი დონის ჩვენების შესაძლებლობაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ მისი გუნდი ამ ყველაფერს შეჩვეულია:

„მერვედფინალურ ეტაპზე ოთხი მატჩია სამბურთიანი სხვაობით დასრულებული, ვნახოთ, რამდენი გავა მომდევნო ეტაპზე. პირველ მატჩში „ჩელსისთან“ დიდი ხნის განმავლობაში 2:2 იყო, ძალიან თანაბარი თამაში იყო, უპირატესობა შემდეგ მოვიპოვეთ. მზად ვართ, სამშაბათს იგივე სტილით ვითამაშოთ, ამ ტიპის მატჩებს შევეჩვიეთ. მატჩის განმავლობაში სირთულეები იქნება და უნდა ვიცოდეთ, როგორ გავუმკლავდეთ ამას. აქამდე ყოველთვის ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ძალიან რთულია.

საპასუხო მატჩები ყოველთვის განსხვავებულია. ასეთ მატჩში თვითკმაყოფილება შეუძლებელია. ჩვენი მიზანია თამაშის კონტროლი, ეს ბოლომდე ყოველთვის შეუძლია.

წარმოუდგენელია დემბელესნაირი ფეხბურთელის ყოლა. მან შეძლო პოზიციის შეცვლა მას შემდეგ, რაც მთელი ცხოვრება ფლანგზე თამაშობდა. ნამდვილი სიამოვნებაა მისნაირი ფეხბურთელის ყოლა და სასიამოვნოა მოედანზე უსმანის ნახვა, რადგან ის განსხვავებული ტიპის მოთამაშეა.

ინგლისურ გუნდებთან თამაში ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან ისინი ძალიან ძლიერები არიან და ეს ჩვენი დონის დემონსტრირების შესაძლებლობაა. პატივს ვცემთ ყველა გუნდს, რომელსაც ვეთამაშებით და ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. „ჩელსის“ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მხოლოდ ხვალინდელი მატჩის შემდეგ. პრემიერლიგის მოგებაზე ჩემი ხუმრობა ყველგან დამყვება. გასულ სეზონში თითქმის ყველა ინგლისური კლუბის წინააღმდეგ ვითამაშეთ და წელსაც თითქმის იგივე სიტუაციაა. თუმცა ეს ხუმრობა იყო, ყველას პატივს ვცემთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 17 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090816