ფეხბურთი

1:28 | 17.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები გვჭირდება, ნეიმარი ახლა ასე არაა"

ბრაზილიის ნაკრების განაცხადში მარტის მატჩებისთვის ნეიმარი ვერ მოხვდა, რაზეც კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, ნეიმარი ამჟამად 100%-ით მზად არ არის, ბრაზილიის ნაკრებს კი ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან:

„ნეიმარს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა, თუ 100%-ით ფორმაში იქნება. ნეიმარს ახლა არ დავუძახე, რადგან ის 100%-ით მზად არ არის, ჩვენ კი გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან. ნეიმარმა უნდა გააგრძელოს მუშაობა, თამაში, თავისი თვისებების და კარგი ფიზიკური ფორმის დემონსტრირება“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში ბოლოს 2023 წელს ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160188