ფეხბურთი

10:26 | 17.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: „კვარაცხელია ზაფხულში „არსენალში“ არ გადავა“

ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ უარყო ინფორმაცია „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას „არსენალში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ, თუმცა არ გამორიცხა „მეთოფეების“ ინტერესი.

„კვარაცხელიას „არსენალში“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. თუმცა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთელი სრულიად ხელშეუხებელია და მისი გაყიდვა გამორიცხულია, კლუბში წელიწადნახევარზე ნაკლები ხნის შემდეგაც კი. მიუხედავად იმისა, რომ „მეთოფეები“ ზაფხულში შეტევის გაძლიერებას სულ მცირე ერთი ახალი ფეხბურთელით გეგმავენ, მათი ამჟამინდელი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ისინი კვარაცხელიას ნამდვილად არ შეიძენენ. პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ ისინი აპირებენ ქართველი თავდამსხმელის შენარჩუნებას და უარს ამბობენ მის შესახებ რაიმე შეთავაზების განხილვაზე“, - ციტირებს TEAMtalk რომანოს სიტყვებს, რომელიც მათ YouTube არხზე წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა.

კვარაცხელია პსჟ-ს 2025 წლის იანვარში შეუერთდა. ამ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088277