ფეხბურთი

11:09 | 17.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ „ბოდო გლიმტი“ ამჟამად ევროპაში საუკეთესო გუნდად დაასახელა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ამჟამად საუკეთესო ევროპული კლუბი დაასახელა.

„ამჟამად, „ბოდო გლიმტი“ ევროპაში საუკეთესო და ყველაზე ორგანიზებული გუნდია. არა მხოლოდ შედეგების, „მანჩესტერ სიტისთან,“ „ატლეტიკოსთან,“ „ინტერისა“ და „სპორტინგთან“ გამარჯვების გამო, არამედ დაცვითი თამაშის თვალსაზრისითაც“, - ციტირებს Footmercato ანჩელოტის სიტყვებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ბოდო გლიმტმა“ „სპორტინგი“ 3:0 დაამარცხა. საპასუხო მატჩი დღეს, 17 მარტს გაიმართბა ლისაბონში და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16209