ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გაუქმებული ფინალისიმის ნაცვლად ამხანაგურ მატჩს სერბეთის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარებს. თამაში ესპანეთის ქალაქ ვილიარეალში, „ესტადიო კერამიკაზე“ გაიმართება. ამის შესახებ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მოქმედ ევროპის ჩემპიონს თავდაპირველად ამ დღეს ფინალისიმაში 2024 წლის კოპა ამერიკის გამარჯვებულსა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონ არგენტინასთან უნდა ეთამაშა, თუმცა ეს მატჩი, რომელიც ყატარში უნდა გამართულიყო, უეფამ და კონმებოლმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო გააუქმეს.
არგენტინასთან მატჩის გარდა, „ფურია როხას“ ეროვნულ ნაკრებს 30 მარტს ყატარში ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩი უნდა ეთამაშა. თუმცა, ეს თამაშიც გაუქმდა. მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე ამხანაგური მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობას პარასკევს, 20 მარტს გამოაცხადებს.







