„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესის კატალონიურ კლუბში დაბრუნების შესაძლებლობა დაუშვა.
„ლეო ყოველთვის იქნება დაკავშირებული „ბარსელონასთან“ ისე, როგორც მას სურს. კლუბის კარები მისთვის ღიაა, თუ ის გადაწყვეტს, გააძლიეროს ისეთი გუნდი როგორიც „ბარსელონაა“, - განაცხადა ლაპორტამ TV3-თან ინტერვიუში.
მესიმ „ბარსელონა“ 2021 წელს დატოვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ლაპორტა ცოტა ხნის წინათ ხელახლა აირჩიეს „ბარსელონას“ პრეზიდენტად; მისი ახალი ვადა 2031 წლამდეა გათვლილი.
მესი ამჟამად „ინტერ მაიამიში“ თამაშობს ამერიკის MLS ლიგაში.





