ფეხბურთი

14:50 | 17.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„აქ ვიტყვი“ - ნეიმარი ანჩელოტის გადაწყვეტილებაზე, ბრაზილიის ნაკრებში არგამოძახებაზე

თავდამსხმელმა ნეიმარმა უპასუხა ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებას, არ გამომიძახოს იგი ეროვნულ ნაკრებში მომავალი ამხანაგური მატჩებისთვის.

„აქ ვიტყვი, რადგან ამის იგნორირება არ შემიძლია. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული და განაწყენებული ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში არ გამომიძახეს. მაგრამ ვაგრძელებ შრომას - დღითი დღე, ვარჯიშიდან ვარჯიშამდე, მატჩიდან მატჩამდე. კონცენტრირებული ვარ. ჩვენ მივაღწევთ მიზანს. საბოლოო შემადგენლობა ჯერ კიდევ უცნობია“, - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Footmercato.

მომავალ ამხანაგურ მატჩებში ბრაზილიის ნაკრები საფრანგეთს (26 მარტი) და ხორვატიას (1 აპრილი) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16282