„მარსელის“ ნახევარმცველი მეისონ გრინვუდი „იუვენტუსის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა. იტალიური კლუბი ფეხბურთელს „მარსელში“ წარმატებული სეზონის შემდეგ პრიორიტეტულ შენაძენად მიიჩნევს. „იუვენტუსი“ გუნდის მნიშვნელოვან გადახალისებას გეგმავს და 24 წლის ფეხბურთელი სასურველი ტრანსფერების სიის სათავეში მოათავსა - გვამცნობს Goal.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი გრინვუდი ნაყოფიერი იყო. ამ სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 38 მატჩში 25 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა
ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში დაიწყება, როცა კლუბები ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურ მუშაობას დაიწყებენ.





