ფეხბურთი

16:34 | 17.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი ბულგარეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში

სოფიის ცსკა 1948-ის მცველი ლაშა დვალი ბულგარეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველმა ფეხბურთელმა „სპარტაკ ვარნასთან“ მოგებულ მატჩში (2:1) გოლი გაიტანა და ის გამოცემა Nostrabet-მა გამოარჩია:

„ეს არ იყო ქართველი მცველის საუკეთესო მატჩი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცსკა 1948-ში. გამოცდილმა მცველმა შეცდომა დაუშვა „ვარნას“ გოლში, მაგრამ შური იძია შემდეგ გატანილი გოლით და დაცვაში რამდენიმე ძალან მნიშვნელოვანი თამაშით. დვალი უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია ცსკა 1948-ის დაცვაში“, - წერს Nostrabet-ი.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალმა სადებიუტო გოლი გაიტანა ბულგარულ კლუბში, რომლის მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლის გარდა, 2 საგოლე პასიც აქვს აქტივში.

ცსკა 1948 სატურნირო ცხრილში 50 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 მარტს, სოფიის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167613