„დინამო თბილისმა“ სტამბოლის „ბაშაქშეჰირიდან“ იჯარის წესით ორი გამბიელი ფეხბურთელი დაიმატა.
19 წლის ცენტრალური მცველი ალბერტ გომესი და 18 წლის შემტევი აბდული ნჯი.
ფეხბურთელები „დინამოს“ რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებენ.
მოგეხსენებათ, მანამდე „დინამოდან“ „ბაშაქშეჰირში“ საბა ხარებაშვილი გადავიდა, რომელიც ჯერ „დინამოშია“, მაგრამ თურქულ კლუბს ზაფხულიდან შეუერთდება.







