„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ნიუკასლთან“ მატჩამდე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგა ყველა ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციაა, ხოლო თვითონ არ აპირებს კლუბის დატოვებას და შესაძლოა, „ბარსა“ მის კარიერაში ბოლო კლუბი იყოს:
„ლამინ იამალი მზადაა. გუშინ მან ფანტასტიურად ივარჯიშა. მას შეუძლია განსხვავების შექმნა. ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო შეჯიბრია და ყველას სურს მასში თამაში. ეს ყველა მოთამაშისთვის დამატებითი მოტივაციაა.
„ბარსელონაში“ მხოლოდ გამარჯვება არ არის მთავარი... მთავარია, როგორ აკეთებ ამას. გუნდური სული უნდა გქონდეს.
სხვა კლუბში გადასვლაზე არ ვფიქრობ... ან მსგავს რამეზე. შესაძლოა, „ბარსელონა“ ჩემი ბოლო კლუბი და ბოლო სამსახური იყოს ჩემს კარიერაში, მე „ბარსაში“ ძალიან კმაყოფილი ვარ“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ჰანსი ფლიკს ახალ კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე სთავაზობს და სავარაუდოდ, მხარეები მალე ოფიციალურად დაადასტურებენ ამ ინფორმაციას.







