ფეხბურთი

18:35 | 17.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

როდრი "სიტიში" დარჩენაზე: "არ მინდა პასუხის გაცემა, ვნახოთ რა მოხდება"

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა როდრიმ არ უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არადა, მომდევნო სეზონშიც ინგლისურ გუნდში დარჩენას.

„ამაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. დროა, მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ვიფიქროთ, ჩემს გუნდთან ერთად, ჩემს სეზონზე და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ როდრი „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლიდან თამაშობს და 291 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ატლეტიკოს“ და „ვილიარეალის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087465