„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ჰანსი ფლიკთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობენ და სავარაუდოდ, მალე გამოაცხადებენ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ:
„ჩვენ გვსურს მისი კონტრაქტის გახანგრძლივება 2028 წლამდე, რათა თითოეულ სეზონს ჰქონდეს ერთი წლის თავისუფლება. ის ამის მომხრეა და მალე გამოვაცხადებთ შეთანხმებას, რადგან ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. ეს არის ჰანსის, იუსტეს და დეკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება”, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკმაც ისაუბრა ამ თემაზე და აღნიშნა, რომ „ბარსელონა“ მისი კარიერის ბოლო კლუბი იქნება.





