რაგბი

19:44 | 17.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა | „არწივები“ პირველ ლიგაში აღზევდა

რეგიონული ლიგის ფინალში, ოზურგეთის ‘არწივებმა’ გარდაბნის ‘ქვემო ქართლი’ 23:3 დაამარცხა პირველ ლიგაში აღზევდა.

ოზურგეთელები იქ ჭიათურის ‘მათეს’ ჩაანაცვლებენ, რომელმაც თავის მხრივ პირველი ლიგის რეგულარული გათამაშება ბოლო ადგილზე დაასრულეს. ‘ქვემო ქართლი’ პირველი ლიგის საგზურისთვის ჯერ კიდევ იბრძოლებს. ისინი მე-9 ადგილოსან სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსთან’ მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში (28-29 მარტი, 4-5 აპრილი) ორრაუნდიან ფლეი ოფს გამართავენ.

გორში გამართული ფინალის პირველ ტაიმში ოზურგეთელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. ისინი განსაკუთრებთ შერკინებაში დომინირებდნენ და დებიუტშივე ლამაზი ლელოთი დაწინაურდნენ - მამუკა ჩანჩიბაძის ფეხით გადაკიდებული ბურთი ფრთაზე საკიუსა ტუვაი ნარეკიმ დაამიწა. ‘არწივებმა’ უპირატესობაჯარიმით გაზარდეს, მერე კი ხელდახელ შეტევის შემდეგ ლელო როპატე რერემ მიითვალა - 13:0.

მეორე ტაიმი ‘ქვემო ქართლმა’ უკეთ ჩაატარა და ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ‘არწივებმა’ ჯარიმით მალევე უპასუხა. ქართლელებმა რამდენჯერმე შეძლეს მეტოქის 22-ში შესვლა, მაგრამ ‘არწივებმა’ თავი დაიცვა, 73-ე წუთზე კი ხელდახელ შეტევა რერეს მეორე ლელოთი დასრულდა, გარდასახვა ზუსტი იყო და ოზურგეთელებმა ფინალური მატჩი 23:3 მოიგეს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096215