ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ხორვატმა თქვა, მათი მთავარი მიზანი პრემიერლიგაში დარჩენაა, მაგრამ „ატლეტიკოსთან“ ქამბექს ეცდებიან:
„ეს არის მატჩი, რომელიც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად უნდა ვითამაშოთ. ამიტომ, მთავარი მიზანია, ამ მატჩზე კონცენტრირება შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრიორიტეტი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ხვალინდელი დღე, ვთქვათ, დიდი გამოწვევაა ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა: უნდა დავამტკიცოთ, რომ მათ წინააღმდეგ კარგად შეგვიძლია თამაში. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. თამაშში რაც შეიძლება დიდხანს უნდა დავრჩეთ. თამაში შეიძლება ხანგრძლივი იყოს, ამიტომ ჩვენს ძლიერ მხარეებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, - თქვა ტუდორმა.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ პირველი მატჩი 2:5 აქვს წაგებული, საპასუხი შეხვედრა კი 18 მარტს გაიმართება.







