„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა იხუმრა იგორ ტუდორის ეპიზოდზე, რომელიც „ლივერპული“ – „ტოტენჰემის“ მატჩის წინ მოხდა.
ხორვატ სპეციალისტს არნე სლოტი სხვა ადამიანი ეგონა, რომელთანაც მივიდა და მიესალმა, მაგრამ როცა ის დაინახა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ სხვა პიროვნება იყო. როგორც სლოტმა თქვა, უთმო ადამიანები ზურგიდან ერთნაირები არიან:
„ვფიქრობ, ეს სასაცილო იყო და ფეხბურთში მსგავსი სახალისო მომენტები გვჭირდება. რა თქმა უნდა, ხვალ საღამოს სიცილი მირჩევნია, რადგან ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ თამაში მოვიგეთ. სტადიონზე ბევრი ადამიანი იყო თმის გარეშე და უკნიდან ყველა ერთნაირად გამოიყურება“, - იხუმრა სლოტმა.
„ლივერპულის“ მწვრთნელმა „გალათასარაისთან“ მატჩამდე სერიოზულადაც ისაუბრა: „რა თქმა უნდა ზეწოლას ვგრძნობ, ყველანი ვგრძნობთ ზეწოლას, ამ ინდუსტრიაში ზეწოლა ყოველდღეა. თუმცა, მისი არსებობა ასევე სასიამოვნოა, რადგან სხვა შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ დაბალ დონეზე ვართ. ვიღებთ ამ ზეწოლას“.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ „გალათასარაისთან“ პირველი მატჩი წაგებული (0:1) და მეოთხედფინალში გასასვლელად „ენფილდ როუდზე“ აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.







