ინგლისის ჩემპიონშიპის 36-ე ტურში „უოტფორდმა“ „ვრექსემს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე საგოლე პასით გამოირჩა.
მე-18 წუთზე ჩაკვემ შესანიშნავად განავითარა თავისი გუნდის შეტევა და ქუსლით გაუკეთა პასი მარკ ბოლას, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. 20 წუთში მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვერ შეძლეს, პირიქით, კომპენსირებულ დროში ედოარდო ბოვემ "უოტფორდის" უპირატესობა გაზარდა.
გიორგიმ 81-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 83-ე წუთზე შეცვალეს. სამაგიეროდ, შეუცვლელად ითამაშა საბა გოგლიჩიძემ.
გიორგი ჩაკვეტაძის აქტივში მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 3 საგოლე პასია, გოლი კი არ გაუტანია, ხოლო საბა გოგლიჩიძემ ინგლისურ გუნდში მეშვიდე მატჩი ჩაატარა.
„უოტფორდი“ 55 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 მარტს, „ლესტერს“ უმასპინძლებს.





