ფეხბურთი

11:10 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტექნიკური წაგება სენეგალს! CAF-მა აფრიკის თასის ჩემპიონის ტიტული მაროკოს მიანიჭა

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: აფრიკის თასის ფინალის შედეგი გამართვიდან ორი თვის შემდეგ შეიცვალა.

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ დააკმაყოფილა მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის საჩივარი და სენეგალის ნაკრებს ტექნიკური წაგება - 0:3 ჩაუთვალა, შესაბამისად, აფრიკის თასის ჩემპიონი არა სენაგალი, არამედ მაროკოს ნაკრებია!

CAF-მა მიიჩნია, რომ სენეგალის ნაკრებმა რეგლამენტის 82-ე და 84-ე მუხლები დაარღვია, რაც ითვალისწინებს ტექნიკურ წაგებას. კერძოდ, გადამწყვეტი გამოდგა ფაქტი, რომ სენეგალის ნაკრებმა ნებართვის გარეშე დატოვა მოედანი, როდესაც თამაში მიმდინარეობდა.

მატჩის მიწურულს სენეგალელთა კარში პენალტი დაინიშნა, რასაც მათი პროტესტი და მოედნიდან გასვლა მოჰყვა. რამდენიმე წუთში ისინი დაბრუნდნენ მოედანზე, ბრაიმ დიასმა პენალტი ვერ გაიტანა, თამაშიც დამატებით დროში გადავიდა, სადაც სენეგალმა პაპე გეიეს გოლით 1:0 მოიგო.

თუმცა, მოედნიდან პროტესტის ნიშნად გასვლა რეგლამენტის დარღვევა აღმოჩნდა და სენეგალის ნაკრებს მარცხი ჩაუთვალეს. როგორც გავრცლედა ცნობა, სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტილების გასაჩივრებას CAS-ში აპირებს, მაგრამ რა შედეგს გამოიღებს უცნობია.

2025 წლის აფრიკის თასის ჩემპიონი მაროკოს ნაკრებია, რომელსაც ეს ტიტული ისტორიაში მეორედ ერგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093097