ფეხბურთი

10:26 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ, არაპროგნოზირებადი"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსისთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მის გუნდს ყოველთვის ჰქონდა თავდაჯერებულობა, მაგრამ როგორც ხალხს ჰგონია, რომ ყოველთვის 4:0 უნდა მოიგონ, ეს შეუძლებელია.

ვამაყობ ჩემი გუნდით, ყველაფრით, რაც მათ გააკეთეს და როგორ, ეს გამარჯვებაზე მეტად მიხარია. საფნოვი? შეუძლებელია გასვლით მატჩებში გამარჯვება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, მაღალი დონის მეკარის გარეშე. გამიმართლა, რომ რამდენიმე კარგი მეკარე მყავს.

თავდაჯერებულობის გაზრდაზე ვიყავით ორიენტირებულები. როდესაც ბურთის ფლობას და სივრცის გამოყენებას ახერხებ, ეს თამაშს აადვილებს. ეს იყო მთავარი. ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ, არაპროგნოზირებადი. ჩვენი მენტალიტეტი და თამაშის სტილი ვაჩვენეთ, რაც ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ყოველთვის გვჯეროდა გუნდის. ფიქრობთ, რომ ყველა მატჩი 4:0 უნდა მოვიგოთ? შეუძლებელია. ფეხბურთის ისტორიაში ეს არცერთ გუნდს არ გაუკეთებია. როგორც გუნდი, გაუმჯობესებას ვცდილობთ. არ გვინდოდა უბრალოდ პირველი მატჩის შედეგის შედეგის დაცვა, არამედ მოგება. გამარჯვება კარგია ჩვენი თავდაჯერებულობისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის.

მე არავითარი დამსახურება არ აქვს ფეხბურთელების მოტივირებაში. ჩემი ფეხბურთელები ბუნებრივად მოტივირებულები არიან. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ისინი სპორტდარბაზში აგრძელებენ ვარჯიშს. სერიოზულად ვამბობ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულს“ ან „გალათასარაის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101315