ფეხბურთი

5:01 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მედიის გამოხმაურება კვარაცხელიას თამაშზე: "ჩელსის" დაცვა და მამადუ სარი აწამა"
"აღმაფრთოვანებელი მოძრაობები და სისწრაფე, რომელიც მხოლოდ მას გააჩნია"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „ჩელსის“ საპასუხო მატჩში სამბურთიანი სხვაობით (3:0) დაამარცხა, რაშიც ისევ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წვლილი იყო, რომელიც კვლავ უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

უეფას გარდა, ქართველი გამოარჩიეს ფრანგულ მედიაშიც, სადაც ასევე ერთხმად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

Onze mundial: „მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ქართველმა პირველივე შანსით დაასრულა ნებისმიერი დაძაბულობა, როდესაც სარს აჯობა. მარცხენა ფლანგზე მან მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტრასბურის ყოფილი მოთამაშე აწამა. რაც შეეხება მის სისწრაფეს, რამაც პსჟ-ს მესამე გოლის გატანა გამოიწვია? ისიც ფორმაში საჭირო დროს დაბრუნდა“.

So Foot: „2010 წელს გადაღებული ფილმი „127 საათი“ მთამსვლელი არონ რალსტონის რეალურ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ლოდის ქვეშ მოექცა, სანამ საბოლოოდ ხელს ამპუტაციას გაუკეთებდნენ. 2026 წელს გადაღებული ფილმი „142 საათი და 13 წუთი“ კი, „ჩელსის“ რეალურ ისტორიას მოგვითხრობს, სანამ დანებდებოდა, რომელიც სამი გოლით ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა შეაჩერა“.

Culture PSG: „მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალედ თამაშობდა. „ჩელსი“ მის შესაჩერებლად გზას ისევ ეძებს.“.

Foot Mercato: „პირველ მატჩში უკვე გადამწყვეტი როლი ითამაშა, როცა შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა, დღეს კი კვლავ გამორჩეული იყო. გუნდის ყველა საუკეთესო შეტევაში მონაწილეობდა. „ჩელსის“ დაცვის ხაზის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. აღმაფრთოვანებელი მოძრაობები და სისწრაფე, რომელიც მხოლოდ მას გააჩნია. დაცვის ზურგს უკან ელვისებური სირბილით გაიქცა და პსჟ-მ მესამე გოლიც გაიტანა“.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 11 შეხვედრაში 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. 7 გოლით კვარა ბომბარდირებში მეხუთე ადგილზეა, კილიან მბაპეს, ენტონი გორდონს, ერლინგ ჰოლანდს და ჰარი კეინს ჩამორჩება. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 12 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 7 გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „გალათასარაი“ – „ლივერპულის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086866