ფეხბურთი

11:50 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ეროვნული რეკორდი დაამყარა

„პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებში „ჩელსის“ წინააღმდეგ (5:2, 3:0) სამი გოლი გაიტანა, რითაც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ეროვნული რეკორდი დაამყარა.

მან ჩემპიონთა ლიგის 37 მატჩში 12 გოლი გაიტანა, რაც მას პირველ ქართველ ფეხბურთელად აქცევს, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ორნიშნა გოლების რაოდენობას მიაღწია. კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში 10-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო „ნაპოლის“ რიგებში - ორჯერ.

აქამდე არცერთ ქართველს არ გაუტანია სამ გოლზე მეტი ჩემპიონთა ლიგაზე: კახა კალაძეს, ლევან კობიაშვილს და გიორგი დემეტრაძეს სამ-სამი გოლი მოუგროვდათ.

ამ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092411