ფეხბურთი

12:24 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ადრეული საშინაო გოლი ხვიჩა კვარაცხელიასგან გაუშვა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის მეექვსე წუთზე „ჩელსის“ წინააღმდეგ (3:0) გაიტანა გოლი, რითაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში შევიდა.

სტატისტიკური პორტალის, Squawka-ს თანახმად, კვარაცხელიას გოლი მე-5 წუთსა და 41-ე წამზე ყველაზე ადრეული გოლი აღმოჩნდა, რომელიც „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში შინ გაუშვა.

კვარაცხელია პსჟ-ში 2025 წლის იანვარში გადავიდა. ამ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167693