ფეხბურთი

12:53 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ მწვრთნელი: „დასაწყისშივე შეცდომა დავუშვით და ამ დონეზე ინდივიდუალური შეცდომისთვის მოწინააღმდეგე გსჯის“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლიამ როსენიორმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პსჟ-სთან საპასუხო მატჩზე კომენტარი გააკეთა. მატჩი პარიზელების გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

„რთული საღამო იყო. ვიცოდით, რომ რთული ამოცანა გველოდა, როდესაც პირველი მატჩის შემდეგ სამი გოლით ჩამორჩები, ყველაფერი შენი მიზნისთვის უნდა წარიმართოს. კარგად უნდა დაიწყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. დასაწყისშივე შეცდომა დავუშვით (ხვიჩა კვარაცხელიას ადრეულ გოლს გულისხმობს - რედ.) და ამ დონეზე ინდივიდუალური შეცდომისთვის მოწინააღმდეგე გსჯის“, - თქვა როსენიორმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მეოთხედფინალში პსჟ „ლივერპულ“-„გალათასარაის“ მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171558