ფეხბურთი

13:30 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა (UNFP) ლიგა 2-ის თებევრლის საუკეთესო ფეხბურთელად ზურიკო დავითაშვილი დაასახელა.

ქართველმა შემტევმა თებერვალში „სენტ ეტიენის“ მაისურით ოთხ მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო. ზურიკომ გამოკითხვაში ხმების თითქმის ნახევარი - 48% მიიღო და ტაუფიკ ბენტაიებს (30%) და ფამარა დიედიუს (22%) აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ეს აღიარება დავითაშვილს მეორედ ერგო, პირველად 2024 წლის ოქტომბერში ის UNFP-მ ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტაიებს ორი გოლით ჩამორჩება. მას ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც აქვს.

„სენტ ეტიენი“ 50 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 მარტს, „ანესის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091785