ფეხბურთი

16:09 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

Goal Italia: კვარა ჩემპიონთა ლიგა - სუპერ სტატისტიკა ევროპაში

Goal Italia-მ „ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აღფრთოვანება კიდევ ერთხელ გამოხატა და მორიგი სტატია მიუძღვნა ქართველ ფეხბურთელს.

კვარა ჩემპიონთა ლიგა - ასეთია სათაური, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ხვიჩა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე შესანიშნავად თამაშობს. სტატიაში კი წერია:

„უბრალოდ, ხვიჩა კვარა ჩემპიონთა ლიგა დაარქვით.

დიახ, რადგან ევროპის პირველ ტურნირზე ქართველის მაჩვენებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ტოპმოთამაშის თვისებებს იძენს - „ჩელსისთან“ მერვედფინალში ორი საოცარი თამაში: დუბლი პირველ მატჩში, გოლი „სტემფორდ ბრიჯზე“. კვარაცხელიამ გააუმჯობესა თავისი სტატისტიკა, რამაც ლიგა 1-ის არც თუ ისე უნაკლო სეზონი გამოასწორა.

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლონდონშიც დატოვა კვალი, ნაკლებად შთამბეჭდავი გოლით, ვიდრე ერთი კვირის წინ „პარკ დე პრენსზე“ შესრულებული მაგია იყო.

თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პირველმა გოლმა გზა გაუხსნა ორი მატჩის ჯამში პსჟ-ს 8:2 გამარჯვებას.

„ჩელსის“ მცველმა სარმა საშინელი შეცდომა დაუშვა და კვარა სრულიად მარტო დარჩა სანჩესთან, რომელსაც მარტივად გაუტანა. სტუმართა ფანების სექტორი სიხარულისგან გაგიჟდა, კვარაც, რომელმაც შემდეგ მაიულუს მესამე გოლშიც ფლანგზე გარღვევით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 მატჩის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავინახოთ კვარაცხელიას გავლენა მატჩებსა და მეტოქეებზე: 8 გოლი და 4 საგოლე პასი, მათ შორის გასული სეზონის ფინალში „ინტერთან“

2025-2026 წლების სეზონში, კვარას ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 12 გოლი და 7 საგოლე პასია - მათ შორის 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაში.

ქართველი ჩემპიონისთვის, რომელიც სულ უფრო მეტად პსჟ-ს აწმყოს და სამომავლო პროექტის ცენტრშია, ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა 37 თამაშში 12 გოლს და 11 საგოლე პასს შეადგენს“, - წერს Goal Italia.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ხვიჩა კვარაცხელია „ჩელსისთან“ ორივე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა, ხოლო ქართველმა ინგლისურ კლუბს ორ თამაშში 3 გოლი გაუტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. პსჟ მეოთხედფინალში „გალათასარაის“ ან „ლივერპულს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090312