„ბოდო გლიმტის“ მთავარმა მწვრთნელმა კიეტილ კნუტსენმა თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე კომენტარი გააკეთა. მერვედფინალში ნორვეგიელები ლისაბონის „სპორტინგთან“ დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში. პირველი შეხვედრა „ბოდო გლიმტის“ სასარგებლოდ 3:0 დასრულდა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში სპორტინგმა ნორვეგიელები დამატებით დროში 5:0 დაამარცხა.
„ჩვენ ფეხბურთს არ ვთამაშობდით. ვმოქმედებდით მომენტის მნიშვნელობის გათვალისწინებით და ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. „სპორტინგი“ მოედანზე არაფერზე ფიქრის გარეშე გავიდა, ჩვენ კი პირველივე შეხებიდან შედეგებზე ვფიქრობდით. ამან პასიურობა შეგვძინა.
დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რატომ დასრულდა ყველაფერი ასე, მაგრამ მხოლოდ იშვიათ მომენტებში ვახერხებდით რაიმე სახის კონსტრუქციული თამაშის ჩვენებას. ძალიან შორს ვიყავით საკუთარი იდენტობისგან და იმისგან, რაც სინამდვილეში უნდა ვიყოთ“, - ციტირებს უეფას ვებ-გვერდი კნუტსენის სიტყვებს TV 2-ზე დაყრდნობით.







