ფეხბურთი

14:48 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„სპორტინგის“ მწვრთნელი: „ეს იყო სრულიად განსხვავებული ენერგია“

„სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟეშმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“ 5:0 გამარჯვების შემდეგ. ამგვარად, „სპორტინგი“ მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

„ვიცოდით, რისი გაკეთება შეეძლო „ბოდო გლიმტს“ საუკეთესოდ, მაგრამ დღეს ვნახეთ საუკეთესო „სპორტინგი.“ ეს იყო სრულიად განსხვავებული ენერგია, ჩვენი სურვილი, რომ რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა, უსაზღვრო იყო. გულშემატკივრების მხარდაჭერის წყალობით, ვიგრძენი, რომ ეს დიდებული საღამო იქნებოდა. მაშინაც კი, თუ მხოლოდ 2:0 მოვიგებდით, მაინც აქ ვიდგებოდი გუნდის მიმართ წარმოუდგენელი სიამაყით. ყოველგვარი ტაქტიკის მიღმა, ეს შედეგი დიდწილად იმ რწმენის, მონდომებისა და თამაშში ჩვენი მონაწილეობის დამსახურება იყო“, - ციტირებს ბორჟეშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163595