მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა საკლუბო ისტორიაში შევიდა. მანამდე ასეთი მიღწევა გუნდის ვერცერთ დამრიგებელს მოეხერხებინა.
Opta Sport-ის ცნობით, არბელოა გახდა „რეალის“ პირველი მწვრთნელი, რომელმაც ევროპის მთავარ ტურნირზე თავისი პირველი ოთხივე პლეი-ოფის მატჩი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდში „სამეფო კლუბმა“ ორივე მატჩში „ბენფიკა“ დაამარცხა (1:0, 2:1), ხოლო მერვედფინალში არბელოას შეგირდებმა „მანჩესტერ სიტის“ აჯობეს (3:0, 2:1).
მეოთხედფინალში მადრიდის „რეალი“ ან „ბაიერნს“, ან „ატალანტას“ დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი გერმანელების სასარგებლოდ, ანგარიშით 6:1 დასრულდა.







