ფეხბურთი

18:50 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი გოლის აღნიშვნაზე: "ფეხბურთი მეორე შანსს გაძლევს"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუსმა „მანჩესტერ სიტის“ ფანებს სამაგიერო გადაუხადა.

შარშან, „სიტის“ ფანებმა ვინისიუსს ოქროს ბურთის გამო დასცინეს და ბანერი გამოუფინეს - ნუ ტირიხარ. ამჯერად, ბრაზილიელმა გოლი რომ გაიტანა, იგივე ჟესტი გააკეთა:

„გახსოვთ გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტის“ ფანების ტიფო? ფეხბურთი მეორე შანსს გაძლევს და ამჯერად, მე გოლი გავიტანე, გასულ სეზონში ისინი დამცინოდნენ, ეს ფეხბურთია, ასე რომ დღეს მათნაირად მოვიქეცი.

სეზონის საუკეთესო ნაწილი ახლა იწყება, უნდა გავაძლიეროთ თამაშის ხარისხი. იმედია, მომდევნო მატჩებში გავაგრძელებ გოლების გატანას და საგოლე პასების გაკეთებას, რათა მსოფლიოს უდიდეს კლუბს დავეხმარო. „ბაიერნი“? მზად ვართ, მოვიდნენ“, - თქვა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „მანჩესტერ სიტი“ ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში „ბაიერნს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096405