ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ლიამ როსენიორი გამოეხმაურა ენცო ფერნანდესის სიტყვებს, რომელმაც არ დაადასტურა კლუბში დარჩენის შესაძლებლობა.
როგორც არგენტინელმა თქვა, გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს. თავის მხრივ, როსენიორმა განაცხადა, რომ ესმის ფანების იმედგაცრუების, რადგან მათ „ჩელსის“ გამარჯვება სურთ:
„გულშემატკივრებს წარმატება მომენტალურად და სამართლიანად სურთ კლუბის ზომის გათვალისწინებით. მესმის, რატომ არიან გულშემატკივრები იმედგაცრუებულები, მათ ჩვენი გამარჯვება სურთ. ეს მანამდეც მესმოდა. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან მათ დაინახეს, რამდენად შრომობდნენ ბიჭები. მინდა, რომ ისინი გავახარო და მივცე ის საღამოები, როგორსაც იმსახურებენ.
ენცოს კომენტარი? არ მინახავს. ამ თამაშის შემდეგ სპეკულაციებზე საუბარი მიჭირს. უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გავამახვილო ყურადღება“, - აღნიშნა როსენიორმა.
ენცო ფერნანდესმა კი, არ გამორიცხა ზაფხულში „ჩელსიდან“ წასვლა: „არ ვიცი, დავრჩები თუ არა. სეზონის ბოლომდე 8 თამაში დარჩა და ასოციაციის თასი. მერე მსოფლიო ჩემპიონატი და შემდეგ ვნახოთ“.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ ორი მატჩის ჯამში 2:8 დამარცხდა, სამი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა. ენცო ფერნანდესი "ჩელსიში" 2023 წლიდან თამაშობს და 160 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი.





