ფეხბურთი

18:21 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: "ბერნარდოს გაძევებამ ყველაფერი შეცვალა, შემდეგ თამაში გაგვიადვილდა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ბერნარდო სილვას გაძევებამ ყველაფერი უფრო გაამარტივა. არბელოამ ასევე აღნიშნა, რომ ტიბო კურტუა ყველა დროის საუკეთესო მეკარედ მიაჩნია:

„ბერნარდო სილვას წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მატჩის დასაწყისი იყო. წითელი ბარათის შემდეგ ყველაფერი ბევრად უფრო ადვილი იყო. გვქონდა რამდენიმე შანსი გოლის გასატანად და თამაშის უფრო სწრაფად დასრულებისთვის.

როგორ არიან კურტუა და მბაპე? კურტუას მცირე პრობლემა აქვს, გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა, რადგან „ატლეტიკოსთან“ დერბი გველის. ჩემი აზრით, ტიბო ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. მბაპე დაბრუნდა და საუკეთესო ფორმას უბრუნდება, ვხედავ, რომ კარგადაა.

ვინისიუსის თამაში? დიდად არ გაუმართლა, მაგრამ შესანიშნავი იყო: მოწინააღმდეგისთვის მუდმივი საფრთხე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

„ბაიერნმა“ პირველ მატჩში 6:1 მოიგო და ვფიქრობ, რომ ადვილად გავლენ, მიუხედავად იმისა, რომ „ატალანტა“ მათთვის ყველაფრის გართულებას შეეცდება. ჩვენთვისაც ასევე რთული იყო გასვლა: გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ დამარცხება ადვილი არ არის. „ბაიერნის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი დიდი გამოწვევა იქნება“, - თქვა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „მანჩესტერ სიტი“ ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კიდევ ერთი კლასიკური დაპირისპირება ექნება - მიუნხენის „ბაიერნთან“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128855