ფეხბურთი

19:20 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალის ნაკრებს 2027 წლის აფრიკის თასზე დისკვალიფიკაცია ემუქრება

სენეგალის ნაკრებს 2027 წლის აფრიკის თასიდან დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ამს შემდეგ, რაც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ სენეგალს ფინალში მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა, რეგლამენტით 59-ე მუხლის დებულება ითვალისწინებს მომდევნო გათამაშებიდან ავტომატურად დისკვალიფიკაციას იმ ნაკრებისა, რომელსაც ტექნიკური წაგება ენიჭება.

სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია ტექნიკური მარცხის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რათა მათ მოახერხონ დაიცვან არა მარტო ტიტული, არამედ მომდევნო ტურნირზე მონაწილეობის საკითხიც.

შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრებს აფრიკის თასის ფინალიდან ორი თვის შემდეგ ჩაეთვალა ტექნიკური წაგება მოედნიდან გუნდის თვითნებურად გასვლის გამო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096263