ფეხბურთი

20:22 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის ეგიდით დაგეგმილი ღონისძიებები დროებით შეჩერებულია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, საფეხბურთო კლუბებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღეებთან დაკავშირებით, 23 მარტამდე დაგეგმილი ყველა საფეხბურთო ღონისძიება დროებით შეჩერებულია.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სფფ-ის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებში ამ პერიოდში დაგეგმილი ყველა მატჩი გადაიდო. მათი ჩატარების განახლებული თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება.

საფეხბურთო ოჯახის სახელით, კიდევ ერთხელ ვუთანაგრძობთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სრულიად საქართველოს.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089569