ფეხბურთი

21:40 | 18.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანრი ჭიჭინაძის გოლი უზბეკეთის ჩემპიონატში

უზბეკეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ნავბაჰორი“ სტუმრად „კოკანდის“ წინააღმდეგ 1:2 დამარცხდა, ხოლო გოლი ანრი ჭიჭინაძემ გაიტანა.

ქართველმა მცველმა მეტოქის კარი მე-15 წუთზე დალაშქრა და ანგარიში გახსნა, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა ორჯერ გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.

ამ შეხვედრაში ოთხმა ქართველმა ითამაშა: ჭიჭინაძის გარდა, „ნავბაჰორში“ შეცვლაზე ითამაშა გიორგი ჯგერენაიამ, ხოლო მასპინძელთა შორის მოედანზე შოთა გვაზავა და ანდრო გიორგაძე იყვნენ.

„ნავბაჰორი“ 6 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში 3 აპრილს, „მაშალ მუბორაჯკს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092349