„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია, პრემიერლიგის წარმომადგენელმა კი მორიგი მძიმე მარცხი იგემა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ინგლისური კლუბები უბრალოდ განადგურდნენ: „ჩელსი“ პსჟ-სთან 2:5, 0:3, „ტოტენჰემი“ „ატლეტიკოსთან“ 2:5, „მანჩესტერ სიტი“ „რეალთან“ 0:3 და ახლა „ნიუკასლი“ „ბარსელონასთან“ – 2:7!
არადა, „სენტ ჯეიმს პარკზე“ „ბარსა“ „ჯორდებთან“ მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა და ფრე 1:1, ხოლო „კამპ ნოუზე“ საპასუხო მატჩში პირველი ტაიმი სრულიად თანაბარი თამაში იყო.
„ბარსა“ ორჯერ იგებდა რაფინიას და მარკ ბერნალის გოლებით, რასაც ორჯერვე ენტონი ელანგამ უპასუხა, როცა ესპანური გუნდის დაცვა ჩავარდა. თითქოს, ტაიმი 2:2 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლო წუთზე პენალტი დაინიშნა სტუმართა კარში, რომელიც ლამინ იამალმა ზუსტად დაარტყა და 3:2.
რა თქმა უნდა, პირველი ტაიმის სცენარი არ მოასწავებდა იმას, რაც შესვენების შემდეგ მოხდა. მეორე ნახევარში ჰანსი ფლიკის გუნდმა მეტოქეს გადაურბინა. ჯერ ფერმინ ლოპესმა გაიტანა, შემდეგ ლევანდოვსკიმ შეასრულა დუბლი, მერე რაფინიამ და 7:2...
„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ატლეტიკოსა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
„ბარსელონა“ – „ნიუკასლი“ (3:2) - ორი მატჩის ჯამში: 8:3
გოლები: 1:0 რაფინია (6), 1:1 ელანგა (15), 2:1 ბერნალი (18), 2:2 ლლანგა (28), 3:2 იამალი (45, პენ), 4:2 ფერმინი (51), 5:2 ლევანდოვსკი (56), 6:2 ლევანდოვსკი (61), 7:2 რაფინია (72)







