საქართველოს ნაკრებისა და „ტრაბზონსპორის“ კალათბურთელი მარკის რიდი თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურის MVP გახდა.
გასულ ტურში 30 წლის კალათბურთელმა „მანისასთან“ 34 ქულა, 1 მოხსნა, 7 პასი და 4 ჩაჭრა, რის შედეგადაც, ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რაც მიმდინარე სეზონში უკვე მეხუთედ მოხდა.
ისიც ვთქვათ, რომ მარკის რიდი გასულ სეზონში თურქეთის ჩემპიონატის სეზონის MVP-იც გახდა.
რიდი საქართველოს ნაკრების ახალწვეულია და პირველი მატჩები ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით დანიის ნაკრებთან ჩაატარა.







