ფეხბურთი

2:01 | 19.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "გალათასარაი" გაანადგურა, "ტოტენჰემს" "ატლეტიკოსთან" მოგება არ ეყო

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია.

მეოთხედფინალში შედგება გიორგი მამარდაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირებაც, რადგან „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ შეხვდება.

„ლივერპულმა“ „გალათასარაისთან“ ჯერ ფაზის ეტაპზე წააგო (0:1), მერე მერვედფინალში (0:1), მაგრამ მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა არნე სლოტის გუნდმა შინ 4:0 მოიგო. ეს ალბათ, „წითლების“ საუკეთესო თამაში იყო სეზონში.

„ლივერპული“ 25-ე წუთზე დომინიკ სობოსლაის გოლით დაწინაურდა, ხოლო ტაიმის მიწურულს მოჰამედ სალაჰს კარგი შანსი ჰქონდა უპირატესობის გასაზრდელად, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. თუმცა, აშკარა იყო, რომ თურქები ინგლისურ გრანდს ვერ გაუძლებდნენ. ასეც მოხდა: მეორე ტაიმში უგო ეკიტიკემ, რაიან გრავენბერხმა და მოჰამედ სალაჰმა კიდევ სამჯერ გაიტანეს. ორი მატჩის ჯამში ინგლისელებმა 4:1 მოიგეს.

არ უთამაშია გიორგი მამარდაშვილს, რომელიც სათადარიგო სკამზე იჯდა. ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი აქვს ჩატარებული - 5 პრემიერლიგაში, 5 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ასოციაციის თასზე და 1 ლიგის თასზე.

მიუნხენის „ბაიერნმა“ „ატალანტასთან“ სტუმრად 6:1 უპირატესობა შინ კიდევ უფრო გაზარდა და 4:1 მოიგო. დუბლი შეასრულა ჰარი კეინმა, თითოჯერ ლენარტ კარლმა და ლუის დიასმა გაიტანეს, რასაც სტუმრებმა ლაზარ სამარჯიჩის პრესტიჟის გოლით უპასუხეს, თუ ამას პრესტიჟის ჰქვია - ორი მატჩის ჯამში „ბაიერნმა“ 10:1 მოიგო.

ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ატლეტიკოსთან“ იბრძოლა, მაგრამ 2:5 ვერ ამოქაჩა. იგორ ტუდორის ხელმძღვანელობით ინგლისურმა გუნდმა პირველი თამაში მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.

„ტოტენჰემი“ რანდალ კოლო მუანის გოლით დაწინაურდა, რასაც ხულიან ალვარესმა უპასუხა. შემდეგ ხავი სიმონსმა ისევ წინ გაიყვანა „მამლები“, თუმცა დავიდ ჰანცკოს გოლმა ყველაფერი დაასრულა (2:2). ბოლოს სიმონმა დუბლი შეასრულა და 3:2, მაგრამ ორი მატჩის ჯამში „ატლეტიკომ“ 7:5 მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:

„ლივერპული“ - პსჟ

„ბაიერნი“ – „რეალი“

„ატლეტიკო“ – „ბარსელონა“

„არსენალი“ – „სპორტინგი“

„ტოტენჰემი“ – „ატლეტიკო“ (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 5:7

გოლები: 1:0 კოლო მუანი (30), 1:1 ალვარესი (47), 2:1 სიმონსი (52), 2:2 ჰანცკო (75), 3:2 სიმონსი (90, პენ)

„ბაიერნი“ – „ატალანტა“ 4:1 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 10:2

გოლები: 1:0 კეინი (25, პენ), 2:0 კეინი (54), 3:0 კარლი (56), 4:0 დიასი (70), 4:1 სამარჯიჩი (86)

„ლივერპული“ – „გალათასარაი“ 4:0 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:1

გოლები: 1:0 სობოსლაი (25), 2:0 ეკიტიკე (52), 3:0 გრავენბერხი (53), 4:0 სალაჰი (62)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173896