კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩი, რომელშიც „ინტერ მაიამი“ და „ნეშვილი“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამის“ რიგებში გოლი გაიტანა, ჟურნალისტისა და ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეს არგენტინელი თავდამსხმელის კარიერაში გატანილი მე-900-ე გოლი გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 0:0 დასრულდა. სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო, „ნეშვილი“ ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
მესი „ინტერ მაიამიში“ 2023 წლიდან თამაშობს. კლუბთან მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ხუთი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.







