ფეხბურთი

11:16 | 19.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ეს მეტყველებს მის ხასიათზე“ - სლოტი სალაჰის თამაშზე „გალათასარაისთან“ პენალტის ვერგამოყენების შემდეგ

„ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კომენტარი გააკეთა თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის თამაშზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „გალათასარაის“ წინააღმდეგ (4:0).

„ვფიქრობ, ეს მის ხასიათზე ბევრს მეტყველებს. მან პენალტი ააცილა, ეს რთული მომენტი იყო, მაგრამ შემდეგ შესანიშნავი საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გოლი კი უბრალოდ ეგვიპტელის დამახასიათებელი სტილია.

ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერის შეგრძნება. „ენფილდმა“ აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო უკეთესი ატმოსფეროს შექმნა, ვიდრე „გალათასარაის“ თავის სტადიონზე. ჩვენმა გულშემატკივრებმა რეაგირება მოახდინეს, როდესაც დაინახეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები დროს აყოვნებდნენ და ეს ნამდვილად დაგვეხმარა“, - ციტირებს BBC სლოტის სიტყვებს.

„ლივერპული“ მეოთხედფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168023