მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაზე, სადაც „წითელ-თეთრები“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდებიან.
„ბედნიერი ვარ კლუბისა და გუნდის პროგრესით და იმით, რომ რეგულარულად ვხდებით ევროპის რვა საუკეთესო გუნდში, თუმცა ეს ყოველ ჯერზე უფრო და უფრო რთულდება. ენთუზიაზმი გვაქვს. პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს გარშემო იყვნენ. მონო ბურგოსმა ერთხელ მირჩია: „ეცადე, რაც შეიძლება მეტი ამხანაგური მატჩი ჩაატარო „ბარსელონას,“ მადრიდის „რეალისა“და „ბაიერნის“ წინააღმდეგ. რაც უფრო მეტს ითამაშებ ამ გუნდებთან, დაძლევ შენს შიშს და მით უფრო მეტი შანსი გექნება წარმატებისთვის “, - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca.
პირველი მატჩი 8 აპრილს ბარსელონაში გაიმართება. საპასუხო მატჩი კი 14 აპრილს მადრიდში.







