ისტორია

12:46 | 19.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე (ჩემპიონთა თასზე) გატანილი გოლებით შევჩენკოს, იბრაჰიმოვიჩსა და დი სტეფანოს გადაასწრო

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ატალანტასთან“ 4:1 მოგებულ მატჩში ორი გოლი გაიტანა. ამისდაკვალად, ინგლისელ ფეხბურთელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 66 მატჩში 50 გოლი მოუგროვდა.

კეინმა ახლა ანდრეი შევჩენკოს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუსწრო, რომლებსაც ჯამში 48 გოლი გაეტანათ. მან ასევე აჯობა ესპანელ-არგენტინელ ალფრედო დი სტეფანოს, რომელმაც ჩემპიონთა თასზე 49 ბურთი გაიტანა.

კეინი ტურნირის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-10 ადგილს იყოფს ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰთან და ფრანგ ტიერი ანრისთან ერთად, რომელთაგან თითოეულს 50-50 გოლი აქვს გატანილი.

კრიშტიანუ რონალდუ 140 გოლით სიას ლიდერობს.

თეგებიჰარი კეინი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093001