„ლივერპულის თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში, „გალათასარაის“ წინააღმდეგ (4:0) გაიტანა გოლი. ეს 33 წლის ეგვიპტელის 50-ე გოლი გახლდათ ამ ტურნირზე.
ის გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. მას ჩემპიონთა ლიგაზე 50 ბურთის გასატანად 97 მატჩი დასჭირდა.
„ლივერპული“ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სადაც ისინი პსჟ-ს დაუპირისპირდებიან.







