„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნიუკასლთან“ გამარჯვების შემდეგ (7:2), მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მოსალოდნელ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„შემდეგი მეტოქე ძალიან რთული იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ეტაპობრივად, მატჩიდან მატჩამდე. ასე ვითამაშეთ გასულ სეზონში და ვეცდებით, ამჯერადაც გავიმეოროთ... პირველივე დღიდან ვხედავ გუნდის გონებრივ სიმწიფეს. წინასასეზონო ეტაპიდან უკვე ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავდა და მათ სიამოვნებთ ერთმანეთთან შეჯიბრი. „ლა მასიამ“ ამ მხრივ უდიდესი სამუშაო გასწია“, - ციტირებს ფლიკის სიტყვებს AS.
პირველი მატჩი 8 აპრილს ბარსელონაში გაიმართება. საპასუხო მატჩი კი მადრიდში 14 აპრილს.







