ფეხბურთი

14:50 | 19.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლის“ მწვრთნელი ჰოუ: „ძალიან ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით“

„ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰოუმ კომენტარი გააკეთა გუნდის გამანადგურებელ მარცხზე „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში (2:7).

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ანგარიში ჩვენთვის რთული და მტკივნეული იყო, დადებითი მომენტიც დავინახე. ნახეთ, როგორ ითამაშეს ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში და ჩვენი სურვილის დაახლოებით 90% შეასრულეს. არ მგონია, ეს ყველაფერი დაგვავიწყდეს საბოლოო ანგარიშის გამო, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო მისი მიღება.

პენალტი, ალბათ, გადამწყვეტი მომენტი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბევრ ასპექტში შესანიშნავად გამოვიყურებოდით და ზუსტად ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორსაც ვცდილობთ, ჩვენს თამაშში ძალიან ბევრი ინდივიდუალური შეცდომა იყო იმისთვის, რომ ეს თამაში სასურველ შედეგამდე მიგვეყვანა“, - ციტირებს ESPN ჰოუს სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091933