გასულ ოთხშაბათს „ბარსელონამ“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა ისტორიაში მესამედ. OptaJose-ის ცნობით, მათ ეს ადრე მერვედფინალში, 2012 წლის მარტში ლევერკუზენის „ბაიერის“ წინააღმდეგ (7:1) და ჯგუფურ ეტაპზე 2016-ის სექტემბერში „სელტიკთან“ (7:0) მოახერხეს.
ამჯერად კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ნიუკასლი“ დაამარცხეს 7:2.
ორი მატჩის ჯამში „ბარსელონა“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისინი მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდებიან.
მეოთხედფინალის პირველი მატჩები სამშაბათს, 7 აპრილს გაიმართება.







