NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ სტუმრად „ჩიკაგო ბულსი“ დამაჯერებლად, 139:109 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
„ტორონტო“ პირველივე პერიოდში 15-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა, რაც ხელიდან არ გაუშვია, პირიქით გაზარდა და ადვილად მოიგო.
სანდრო მამუკელაშვილს შესანიშნავი თამაში ჰქონდა: 22 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
„ტორონტოს“ არ ჯეი ბარეტმა 23 ქულით ულიდერა, ხოლო „ჩიკაგოში“ საუკეთესო ლიეტუველი მატას ბუზელისი იყო 19 ქულით და 7 მოხსნით.
„ტორონტო“ 39 მოგებით და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 21 მარტს, „დენვერთა“ გამართავს.







