საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
„მამლების“ განაცხადი 26-კაციანია, რომელშიც პრაქტიკულად ყველა მოხვდა, ვინც ეროვნული ნაკრების წევრად მოიაზრება. გამონაკლისია პსჟ-ს შემტევი ბრედლი ბარკოლა, რომელსაც ტრავმა აქვს. პარიზული გუნდიდან საფრანგეთის ნაკრების განაცხადში 5 ფეხბურთელია.
მეკარეები: ლუკა შევალიე (პსჟ), მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (რენი)
მცველები: ლუკა დინი (ასტონ ვილა), მალო გუსტო (ჩელსი), ლუკა ერნანდესი (პსჟ), ტეო ერნანდესი (ალ ჰილალი), პიერ კალულუ (იუვენტუსი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი)
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), ნგოლო კანტე (ფეხერბაჰჩე), მანუ კონე (რომა), ადრიენ რაბიო (მილანი), ორელინ ჩუამენი (რეალი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)
თავდამსხმელები: მაგნის აკლიუში (მონაკო), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), უსმან დემბელე (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ), უგო ეკიტიკე (ლივერპული), რანდალ კოლო მუანი (ტოტენჰემი), კილიან მბაპე (რეალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), მარკუს ტურამი (ინტერი)
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზაზე ორ სპარინგს ამერიკაში ჩაატარებს - 26 მარტს ბრაზილიასთან და 29 მარტს კოლუმბიასთან.





