ფეხბურთი

18:55 | 19.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის

გერმანიის ნაკრები მარტის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. იულიან ნაგელსმანმა უახლოესი ორი სპარინგისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

მათ შორისაა, 18 წლის ლენარტ კარლი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში პირველადაა. მხოლოდ ის არ იქნება დებიუტანტი - მისი თანაგუნდელი, იონას ურბიგიც:

მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდერ ნიუბელი (შტუტგარტი), იონას ურბიგი (ბაიერნი)

მცველები: ვალდემარ ანტონი (დორტმუნდი), ნათანიელ ბრაუნი (აინტრახტი), პასკალ გროსი (დორტმუნდი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ალექსანდერ პავლოვიჩი (ბაიერნი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ანტონ შტახი (ლიდსი), ჯონათან ტაა (ბაიერნი), მალიკ ჩაო (ნიუკასლი), ჯოშა ვაგნომანი (შტუტგარტი)

ნახევარმცველები: სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), ლენარტ კარლი (ბაიერნი), ჯეიმი ლეველინგი (შტუტგარტი), ფელიქს ნმეჩა (დორტმუნდი), ლეროი ზანე (გალათასარაი), კევინ შადე (ბრენტფორდი), ფლორიან ვირტცი (ლივერპული)

თავდამსხმელები: დენის უნდავი (შტუტგარტი), ნიკო ვოლტემადე (ნიუკასლი), კაი ჰავერტცი (არსენალი)

გერმანიის ნაკრები 27 მარტს, ბაზელში შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 31 მარტს, შტუტგარტში განის ნაკრებს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088566