ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსს პირველივე წრეში, 1/64-ფინალში გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ მარიანო ნავონესთან, რომელიც რეიტინგში 61-ე ნომერია, ორ სეტში დამარცხდა.
პირველი სეტი ძალიან დაძაბული იყო და ნავონემ ტაიბრეიკზე მოიგო (9:7), ხოლო მეორე სეტში შედარებით ადვილად იმარჯვა. საბოლოოდ, 6:7, 3:6. მატჩი საათისა და 34 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 134-ე ნომერია და მაიამის მასტერსზე კვალიფიკაციის დაძლევის შედეგად მოხვდა.







