ფეხბურთი

22:00 | 19.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

რაიმონ დომენეკი: "კვარაცხელია ტექნიკის გარდა, ფიზიკური მონაცემებითაც გამოირჩევა"

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და 2006 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა რაიმონ დომენეკმა „ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც ვეტერანმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარა დუელებში ძალიან ძლიერია და ტექნიკური თვისებების გარდა, ის ფიზიკური მონაცემებითაც გამოირჩევა:

„არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემები აქვს. შეუძლია წინ და უკან სირბილი, ყველა მიმართულებით მოძრაობს. დუელებში ძლიერია. სუსტი ჩანს, მაგრამ დუელში რომ შედის, ძლიერია. გარდა ამისა, ტექნიკურია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მსგავს მატჩებში ის ჩვეულებრივზე უფრო მონდომებულია, განსხვავებას ქმნის“, - თქვა დომენეკმა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 11 შეხვედრაში 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. 7 გოლით კვარა ბომბარდირებში მეხუთე ადგილზეა, კილიან მბაპეს, ენტონი გორდონს, ერლინგ ჰოლანდს და ჰარი კეინს ჩამორჩება. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 12 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 7 გაიტანა.

"პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 8-14 აპრილს, ინგლისურ "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168107